Apareka - Trio Mandili

Apareka - Trio Mandili

  • リリース年: 2015
  • 言語: ジョージア語
  • 間隔: 2:37

以下は曲の歌詞です Apareka 、アーティスト - Trio Mandili 翻訳付き

歌詞 " Apareka "

原文と翻訳

Apareka

Trio Mandili

«ზეცას შახენეო აპარეკავ

მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,»

«ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ

ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!»

«დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო

ღამე გავიტანათ საუბარით.»

«ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო

მამშორდ გაიგონე ნაუბარი!»

ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას

მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ

«ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ

ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.»

ღამე უტეხია მათ საუბარს

დილა გათენებულ ნამიანი

რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს

ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი

სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ

დილამ შუადღისკენ გაიწია

კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა

მერე ეშმაკურად ჩაიცინა

ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა

«კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…»

სასმელმ კაცის გონი გადაფარა

(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)

«… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…» —

შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…

ნელა გადავიდა დათვისჯვარს და

ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ

このアーティストの他の曲:

200万曲以上の歌詞

様々な言語の楽曲

翻訳

あらゆる言語への高品質な翻訳

クイック検索

必要なテキストを数秒で見つけます